პროქტის გეგმა


                                             პროექტის  გეგმა
                                       2013 წ. 20 მარტი- 2013 წ. 5 აპრილი

1
პროექტის დასახელება
ჯანსაღი ცხოვრების წესი(ნუ მოწევთ!)

2
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება.
პრობლემა ეხება მეტად აქტუალურ საკითხს-სიგარეტის მოწევის მავნებლობას ადამიანის და კერძოდ მოზარდის ორგანიზმზე.13-14 წელი ის ასაკია,როცა ბავშვები ადვილად შეიძლება გახდნენ დამოკიდებული მავნე ჩვევებზე.ზუსტად ამ ასაკშია საჭირო მოზარდმა გაათვითცნობიეროს ყველა სავალალო შედეგი ,რაც შეიძლება მოყვეს სიგარეტის მოწევას და აირჩიოს ცხოვრების ჯანსაღი წესი.
3
პროექტის მიზნები
1)ჯანსაღი ცხოვრების წესის სიტყვათა მარაგის გამოყენებით რეცეპტული და პროდუქტიული უნარ -ჩვევების  განვითარება და პრაქტიკაში გამოყენება.
2) კვლევითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით.
3) სასწავლო  გარემოს და რესურსების  დამოუკიდებლად მართვის და გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარის განვითრება.
4)მოსწავლეებისთვის სწორი ცხოვრების წესის არჩევანის ხელის შეწყობა.

4
ამოცანები და განხორციელების გზები







მასალების მოპოვება-20 მარტი-27 მარტი








27 მარტი

მასალების დახარისხება
27 მარტი-4 აპრილი
1.პროექტის ვადების დადგენა (2013წ.20 მარტი-2013წ.5 აპრილი).
2.მოსწავლეების დაყოფა 3 ჯგუფად,ჯგუფის ლიდერების არჩევა, ჯგუფის წევრების შორის ფუნქციების განაწილება,პროექტის შეფასების სქემის გაცნობა.
3.1 ჯგუფი მოიძიებს მასალას ინტერნეტ სივრცეში მსოფლიოში თამბაქოს გავრცლებაზე,მე-2 ჯგუფი-მოწევის მავნებლობაზე,მე-3 ჯგუფი-ატარებს კვლევას თანაკლასელების შორის მწეველთა სტატისტიკის დასადგენად და ადგენს ინტერვიუს კითხვებს მე-10,მ-11 კლასის მოსწავლეებთან აღნიშნულ თემასთან დაკვაშირებით.
მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა საიტებეს მასალის მოსაპოვებლად,უკავშირდებიან ერთმანეთს Skype -ის www.facebook.com-ის და e-mail-ის საშუალებით და უზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ მასალას. ონლაინ შეხვედრებს უერთდება მასწავლებელიც, რათა სწორად წარმართოს მოსწავლეების საქმიანობა.
4.შუალედური შეფასება/თვითშეფასება.
5.მოპოვებული მასალის დახარისხება,პრეზენტაციების გაკეთება ,დიაგრამების აგება,ინტერვიუს ჩაწერა,კითხვების მომზადება პრეზენტაციების შესახებ,პოსტერების მომზადება მოწევის მავნებლობაზე.რესურსები-ვიდეო კამერა,
Microsoft Word, Power Point,Microsoft Excel,Windows Movie Maker.
6.პრეზენტაციების წარდგენა გაკვთილზე.
 მოსწაველეები წარადგენენ მომზადებულ პრეზენტაციებს გაკვეთილზე.უსვავენ ერთმანეთს კითხვებს თემასთან დაკავშირებით და პასუხობენ კითხვებზე.კითხვებზე.ჯგუფები წარმოადგენენ თემასთან დაკავშირებულ პოსტერებს.



მოსალოდნელი შედეგები
მოსაწავლეებს პროექტზე მუშაობისას უნდა ჩამოუყალიბდეს:
Ø  კვლევითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევბი
Ø  სასწავლო  გარემოს და რესურსების  დამოუკიდებლად მართვის და გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი
Ø  ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები
Ø  ინორმაციისადმი კრიტიკული მოდგომა და საკუთარი თვალთახედვისარგუმენტირების უნარი
Ø  შემოქმდებითი უნარი
Ø  ჯანსაღი ცხოვრების წესის სიტყვათა მარაგის გამოყენებით რეცეპტული და პროდუქტიული უნარ -ჩვევები
Ø  მოსწავლეები ინრჩევენ ჯანსაღ ცხოვრების წესს

პროექტის შეფასება და თვითშეფასება
პროექტის შეფასება /თვითშეფასება წინასწარ შექმნილი შეფასების სქემის მიხედვით.ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შეფასება/თვითშეფასება.
პროექტ-გაკვთილის განხილვა და შეფასება საგნობრივ კათედრაზე და დამსწრე მასწავლებლების შორის.კოლეგებისთვის გაოყენებულული პედაგოგიური ხერხების,რესურსების,პროექტ-გაკვთილის გეგმის გაზიარება.პროექტის ვებ-გვერდის შექმნა , ვიდეო და ფოტომასალის ატვირთვა www.youtube.com-ზე.




პროექტის ხელმძღვანელი-ლამზირა სადაღაშვილი
ქ.ხაშურის #7 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
Skype-Lamzira_tt

No comments:

Post a Comment